აქტივობები

საცურაო აუზები
უმაღლესი სტანდარტის შიდა, გარე და თერმული აუზები. გარე აუზის მიმდებარედ, ბარი გამაგრილებელი სასმელებითა და სნექებით სრულყოფილ გარემოს გთავაზობთ სასიამოვნო დასვენებისთვის.

სპა და ველნესი
საუნა, სარელაქსაციო ოთახები, იოგასა და ველნეს პროცედურებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზონები სრულყოფილი განტვირთვისა და დასვენებისთვის.

ღია და დახურული სპორტული დარბაზები
სრულყოფილად აღჭურვილი ფიტნეს დარბაზები, ღია და დახურულ სივრცეებში, იდეალურ პირობებს ქმნის ვარჯიშისთვის და ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებას.

ჩოგბურთისა და პადელის კორტები
უმაღლესი სტანდარტის ჩოგბურთისა და პადელის კორტები და მაგიდის ჩოგბურთი

კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები
სივრცე მეგობრული მატჩების, ღონისძიებებისა და ტურნირებისთვის, რომლის მთავარი დანიშნულებაც დროის სასიამოვნოდ გატარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეყობაა.

ზამთრის ბაღი
მწვანე, ულამაზეს გარემოში მოქცეული სეზონური ბაღი, სადაც სტუმრები განტვირთვასა და დასვენებას შეძლებენ.

სათავგადასავლო სპორტი
ელექტრო ველოსიპედები და სკუტერები მოსახერხებელი საშუალებაა კურორტისა და მისი შემოგარენის დასათვალიერებლად.

ყველგანმავალი მანქანები
ტრანსპორტის იდეალური საშუალება თავგადასავლების მაძიებელთა და მძაფრი ემოციების მოყვარული ადამიანებისთვის.

ვერტმფრენის ტურები
ციდან ულამაზესი ლანდშაფტის ხედებით ტკბობისა და ექსტრემალური შეგრძნებების მიღების უნიკალური შესაძლებლობა.

რეკრეაციული ზონა
სასიამოვნო, მრავალფეროვანი სასეირნო ბილიკები 3 კმ-ის მანძილზე ტყის პირას, ტბისა და სანაპიროს არაჩვეულებრივი ხედებით გამოირჩევა.

აკვაპარკი
წყლის პარკი, მრავალფეროვანი სასრიალოებითა და ატრაქციონებით, იდეალური ადგილია ოჯახური გართობისთვის.

კვება და გასტრონომიული მრავალფეროვნება
დახვეწილი რესტორნები და ულამაზესი ხედების მქონე ტერასები მდიდრულ გემოებსა და დაუვიწყარ გასტრონომიულ მრავალფეროვნებას გპირდებათ.

ღამის კლუბი
პოპულარული დიჯეები და თანამედროვე მუსიკა ნებისმიერი სტილის თუ გემოვნების ადამიანის დაუვიწყარი განტვირთვისათვის.

სიგარა ლაუნჯი
დახვეწილი სივრცე, მშვიდი და კომფორტული გარემო სიგარის მოყვარულთათვის.

წყლის სპორტის ზონა
წყლის აქტივობების მოყვარულებს ჯეტ თხილამურები, წყლის თხილამურები, პარასალინგი, ბანანის ნავები და ადრენალინი გელოდებათ.

სათავგადასავლო ზონა
აქტიური დასვენებისა და ადრენალინის მოყვარულთათვის, სათავგადასავლო ზონა მრავალფეროვან აქტივობებს, მათ შორის, სკეიტბორდსა და ზიპლაინს გთავაზობთ.

საბავშვო ზონა
სპეციალურად პატარებისთვის გამოყოფილი საბავშვო ოთახი და აუზი, სავსე სხვადასხვა სათამაშოებით, დაუვიწყარ მოგონებებს შეუქმნის პატარებს.

ყინულის მოედანი
სეზონური ყინულის მოედანი იდეალური ადგილია მხიარული, ოჯახური აქტივობებისთვის.

ამფითეატრი
ღია ცის ქვეშ არსებული ამფითეატრი სპექტაკლების, ფესტივალებისა და საზოგადოებრივი ღონისძიებების მასპინძლობას უზრუნველყოფს

ბაზარი და აფთიაქი
ყოველდღიურად აუცილებელი ნივთები და პროდუქტები, სულ რაღაც, ორ ნაბიჯში, ბაზარი ყოველდღიური საჭიროებებისა და ადგილობრივი ნატურალური პროდუქტების ფართო არჩევანით.

ბარბექიუ და სნექ-ბარი
კომფორტული და შესაბამისად აღჭურვილი გარე სივრცე, სადაც სტუმრებს გრილზე მომზადებული კერძების დაგემოვნება შეუძლიათ.