სერვისები

ექსკლუზიური სერვისები, შექმნილი თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად!

აპარტამენტის დალაგება

თითოეული საცხოვრებლის სისუფთავესა და წესრიგზე ჩვენი პროფესიონალთა გუნდი იზრუნებს.

უსაფრთხოება

პროფესიონალებით დაკომპლექტებული უსაფრთხოების გუნდი პასუხისმგებელია მაქსიმალურად დაცული და სანდო გარემოს შექმნაზე ნებისმიერი დამსვენებლისთვის.

მებაღეობა

ჩვენი მებაღეები მუდმივად იზრუნებენ კურორტის ლანდშაფტის იერსახის შენარჩუნებაზე.

ტექნიკური და საინჟინრო მომსახურება

ჩვენი პროფესიონალი ტექნიკოსთა გუნდი, საჭიროების შემთხვევაში მოგემსახურებათ და უზრუნველყოფს თქვენი აპარტამენტის ტექნიკურ გამართულობას.

კონსიერჟის სერვისი

პირადი კონსიერჟი თქვენს დახმარებას ყოველთვის შეძლებს. დაგეგმავს თქვენთვის სასურველ ტურებს, და დაგეხმარებათ ყველა საკითხის დაორგანიზებაში.

ქონების მართვა

ქონების მართვის მომსახურება, საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ დრო და თქვენი აპარტამენტებისა თუ ვილების მოვლა-პატრონობა კვალიფიციურ გუნდს მიანდოთ.

რეცეფცია

რეცეფციის გუნდის მეგობრული პერსონალი 24/7-ზე თქვენს სამსახურში იქნება. გაგიმარტივებთ რეგისტრაციის, დაჯავშნისა და განთავსების პროცესს და ყველა საჭირო ინფორმაციას დროულად მოგაწვდით.

შატლის სერვისი

შატლის მეშვეობით კურორტის მთელს ტერიტორიაზე კომფორტულად შეძლებთ გადაადგილებას.

კერძო ტრანსპორტი

ჩვენი გუნდი დაგიგემავთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ტრანსპორტირებას.

ვერტმფრენის მომსახურება

კურორტი გთავაზობთ პირადი ვერტმფრენით მოგზაურობას, რაც შესაძლებლობას მოგცემთ სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდეთ სხვადასხვა მიმართულებით.

ქეითერინგი

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ქეითერინგის მომსახურებას კურორტის ნებისმიერ ლოკაციაზე, ნებისმიერი რაოდენობის სტუმრებისთვის.

პირადი შეფმზარეული

პერსონალური შეფმზარეული თქვენთვის მოამზადებს უნიკალურ კერძებს თქვენს ვილასა თუ აპარტამენტში.

ღონისძიებების დაგეგმვა

ჩვენი პროფესიონალთა გუნდი ნებისმიერი მოცულობის ღონისძებას დაგიგეგმავთ.

პერსონალური ტრენერები

თუკი სპორტულ ან ფიტნეს აქტივობებში პერსონალური ინსტრუქტორის მომსახურება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ პროფესიონალი ტრენერების სერვისითაც ისარგებლოთ.

Close