სიონის ტბის კურორტი


Le Meridien Sioni Lake Resort & Spa by Archi გთავაზობთ საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს Le Meridien By Marriott International, დახვეწილი დიზაინის აპარტოტელებს და ვილებს. კურორტი უზრუნველყოფილია სრული კომფორტით: ღია, დახურული და თერმული აუზებით, აკვაპარკით, ამფითეატრით, ღია კინოთეატრით, ზამთრის ბაღით, ლაუნჯ-ბარითა და რესტორნებით. სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ფიტნეს ცენტრით და სპა სივრცით, რაც უზრუნველყოფს დასვენების კომფორტულ და მრავალფეროვან გამოცდილებას ნებისმიერ სეზონზე.
სილამაზითა და სიმშვიდით გამორჩეულ გარემოში მდებარე კომპლექსი მოიცავს 410 აპარტამენტსა და სასტუმროს 126 ნომერს.
Le Meridien Sioni Lake Resort & Spa by Archi-ის სამზარეულო ახალი სიტყვა იქნება საქართველოს გასტრონომიულ რუკაზე. ტრადიციულ თუ Fine Dining რესტორნებში უმაღლესი სტანდარტის მომსახურებას და დაუვიწყარ გასტრონომიულ გამოცდილებას მიიღებთ. სპეციალურად თქვენთვის, საუკეთესო შეფ-მზარეულები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მოამზადებენ უნიკალურ კერძებს და გამოგზაურებენ ახალი გემოების სამყაროში.
ნებისმიერი ღონისძიებისთვის, იქნება ეს საქმიანი შეხვედრა, მეგობრული შეკრება თუ გრანდიოზული წვეულება, კურორტი იდეალურ გარემოს გთავაზობთ.
500-მდე სტუმრისთვის განკუთვნილი სივრცეები, მოიცავს ოფიციალური შეხვედრების ოთახებს, ბოლრუმს, ამფითეატრსა და ზამთრის ბაღს, რაც შესაძლებელს ხდის ნებისმიერი ტიპის ღონისძიების ორგანიზებას. კურორტი, ასევე გთავაზობთ ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანს, კონსიერჟის და პირადი შეფ-მზარეულის მომსახურებას, რაც თქვენს დასვენებას და ღონისძიებას ექსკლუზიურ გამოცდილებად აქცევს.




განტვირთვისა და დასვენების პარალელურად, კურორტის გამაჯანსაღებელი სივრცე გთავაზობთ სპა პროცედურების იდეალურ კომბინაციას. სურნელოვანი ეთერზეთები და მასაჟის მრავალფეროვანი არჩევანი თქვენს სხეულსა და გონებას განახლების შეგრძნებას მიანიჭებს. ღია და დახურული სპორტული დარბაზები, ბუნებაში მოწყობილი იოგას ღია ზონები, ტბის გარშემო სარბენი და ველო ბილიკები – კომპლექსში იდეალური პირობებია აქტიური ცხოვრების მოყვარულთათვის. აქვე გელოდებათ ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, ჩოგბურთისა და პადელის კორტები. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ პერსონალური ინსტრუქტორის სერვისითაც ისარგებლებთ.
თევზაობის მოყვარულებს, კურორტი სიონი კომფორტულ გარემოს გთავაზობთ სათევზაოდ, სპეციალურად გამოყოფილი სივრცეებითა და აღჭურვილობით. წყლის სპორტით დაინტერესებულთათვის კი არჩევანი მრავალფეროვანია – წყლის და ჯეტ თხილამურები, სკუტერები და წყლის ველოსიპედები.
სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი გარე სათამაშო სივრცეები, საბავშვო კლუბი და აკვა პარკი კი გამორჩეულ გარემოს ქმნის ოჯახური დასვენებისთვის.
არ აქვს მნიშვნელობა, ადრენალინის მოყვარული ხართ, სპორტი გიტაცებთ, თუ მშვიდი დასვენება გირჩევნიათ – არჩევანი სრულიად თქვენზეა Le Meridien Sioni Lake Resort & Spa by Archi გთავაზობთ მრავალფეროვან შესაძლებლობებს, რათა თქვენი დასვენება თითოეულ სურვილსა და მოთხოვნას მოერგოს.

