ჩვენ შესახებ


Le Meridien Sioni Lake Resort & Spa by Archi – ადგილი, სადაც შთამბეჭდავი ხედები და ექსკლუზიურად თქვენთვის შექმნილი ატმოსფერო ჰარმონიულად ერწყმის სიმშვიდესა და ფუფუნებას.
თუ ქალაქთან ახლოს პრემიუმ კლასის დასასვენებელ სივრცეს ეძებთ, ან უძრავ ქონებაში მომგებიანი ინვესტიცია გსურთ, კურორტი Le Meridien Sioni Lake Resort & Spa by Archi იდეალური არჩევანია.
კურორტი სიონი თბილისიდან დაახლოებით 50 კილომეტრში, ერთი საათის გზაზე მდებარეობს. 40 ჰექტარზე განთავსებული კომპლექსი გამოირჩევა თვალწარმტაცი ხედებით სიონის ტბაზე და გარშემორტყმულია საბადურის ულამაზესი ტყით, რაც მას უნიკალურ ადგილად აქცევს ბუნებრივ გარემოში დასვენებისთვის.
ზღვის დონიდან 1100 მეტრის სიმაღლეზე, თბილისის ეროვნული პარკის სიახლოვეს გაშენებულ ოთხი სეზონის კლიმატურ კურორტზე, თბილისთან შედარებით ტემპერატურა 8-10 გრადუსით დაბალია. ტბის, მთისა და ტყის ერთიანობა ქმნის სამკურნალო კლიმატს, რომელიც უნიკალურია რესპირატორული და იმუნური სისტემების გაჯანსაღებისთვის.
კურორტის ცენტრალურ ნაწილში საერთაშორისო ბრენდის, Le Méridien-ის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება. 1972 წელს Air France-ის მიერ დაარსებული ბრენდი ახლა Marriott International-ის პორტფოლიოს ნაწილია და მსოფლიო მასშტაბით 119 სასტუმროს აერთიანებს. ბრენდი ცნობილია თავისი ელეგანტური და ამავდროულად თანამედროვე დიზაინით, სტუმრებისთვის კი უნიკალური კულტურული გამოცდილების შექმნაზეა ორიენტირებული.
კურორტზე შესაძლებლობა გექნებათ დაკავდეთ სხვადასხვა სპორტული, გასართობი და გამაჯანსაღებელი აქტივობით, რაც თქვენს დასვენებას სრულყოფილს და მრავალფეროვანს გახდის.

